“ქართველების მიერ ოსი ხალხის გენოციდზე” გადაღებული ფილმის ჩვენება ახალგორში

14371993_684082641744183_403306807_n2016 წლის 14 სექტემბერს ახალგორის ახლადგარემონტებულ კულტურის სახლში 50-წუთიანი მხატვრულ- დოკუმენტური ფილმის, ”Iron Vandee”-ს უფასო ჩვენება მოაწყვეს.

ფილმის რეჟისორია ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი გრიშა მამიევი. რეჟისორის თქმით, ფილმი გადაღებულია ”ოსი ხალხის 1920 წლის გენოციდზე”, რომელშიც ნაჩვენები მოვლენები ქართველი მენშევიკის, ვალიკო ჯუღელის დღიურებზე დაყრდნობით არის გადაღებული.

ფილმში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ასევე, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები.

ფილმის ნაწილი გადაღებულია ახალგორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ფილმის ბიუჯეტი 35.000 რუბლია (1.000 ლარი).

ახალგორში გამართულ ფილმის ჩვენებას 16 ადამიანი დაესწრო, მათ შორის დიდი ნაწილი არასრულწოვანი იყო.

ფილმის პრემიერა 27 ივლისს ცხინვალის კინოთეატრში ”ჩერმენი” გაიმართა, შემდეგ კი, 15 აგვისტოს, ვლადიკავკაზში, კინოთეატრ ”ნიჟარაში” ღია ცის ქვეშ.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ავტორი: თამარ მეარაყიშვილი

წყარო: http://netgazeti.ge/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s