დროებითი ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში

iom-1მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისია ახორციელებს პროექტს „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“, რომლის ფარგლებში შესაძლებელია პოლონეთისა და ესტონეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნად პოზიციებზე დროებითი ლეგალური დასაქმება.

პროექტის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომია დასაქმება შემდეგ სფეროებსა და პოზიციებზე:
– მშენებლობა: კალატოზი, მლესავი, სანტექნიკოსი, ელექტრომემონტაჟე, ხისა და ლითონის მღებავი/გამლაქავი, სახურავის შემკეთებელი, მეშუშე და ფანჯრის ჩამსმელი, იატაკის დამგები, შპალერის გამკვრელი, გზის საფარის დამგები, დურგალი, მემონტაჟე, მეარმატურე, მოპირკეთების სამუშაოთა ტექნოლოგი, მშენებელი ინჟინერი,და სხვ.

– ტრანსპორტი: ავტობუსისა და ტრამვაის მძღოლები, მძიმე სატვირთო მანქანის/ტვირთმზიდის მძღოლი და სხვ.

– სოფლის მეურნეობა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მინდორში, ბაღებსა და ფერმებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი გადამუშავება, ხორცისა და თევზის დამუშვება, ტრაქტორისტი, სასოფლ-სამეურნეო მანქანა-დანადგარების მექანიკოსი და სხვ.)

– მრეწველობა: ინჟინერ-მექანიკოსი, ელექტრიკოსი, სახარატო ჩარხების გამმართველი და ოპერატორი, ხარატი, ჭის მთხრელი და მბურღავი და მასთან დაკავშირებული მუშები, ხის ნაკეთობათა ოსტატი და დურგალი, მინისა და კერამიკის ნაწარმის წარმოების დანადგარების ოპერატორი, აბრეშუმის, ბეწვის და ტყავის ნაწარმის წარმოების დანადგარების ოპერატორი, შემფუთავი, ჩამომსხმელი და ეტიკეტის დანადგარის ოპერატორი, გამომჭრელი და მკერავი, პლასტმასის პროდუქციის დანადგარის ოპერატორი და სხვ.

– მომსახურება: ავტომექანიკოსი, ავტოშემკეთებელი, ავტომობილის კორპუსის მღებავი, მანქანის ავტომატიკის დიაგნოსტიკის ტექნიკოსი, პარიკმახერი, მზარეული, კონდიტერი, მცხობელი, სწრაფი კვების სპეციალისტი, ხანდაზმულებისა და შშმ პირთა მოვლის სპეციალისტი, ბავშვის მომვლელი, პერსონალური მომვლელი სახლში, სპორტისა და ფიტნესის მუშაკი და სხვ.

– საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT): სისტემის ადმინისტრატორი, სისტემის ანალიტიკოსი, გრაფიკის და მულტიმედიის დიზაინერი, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, ვებგვერდის დიზაინერი, პროგრამების სპეციალისტი, აპლიკაციების პროგრამისტი, ვებსაიტის და მულტიმედიის დეველოპერი, ინტერნეტ ქსელისა და მულტიმედიის სპეციალისტი, ვებსაიტის ტექნიკოსი, ინტერნეტ-ტექნიკოსი და სხვ.

– ვაჭრობა: პროდუქციის დახარისხება, თაროებზე დაწყობა და სხვ.

შენიშვნა: რიგ პოზიციებზე აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე პოლონური, ესტონური ან სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა.
დასაქმების მსურველი თვითონ ფარავს ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ IOM-ის მობილურობის ცენტრებსა და რეგიონალურ ოფისებს; შიდა ქართლში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ:
ელ. ფოსტა : mamonashvili@iom.int; ტელ: 591 24 96 53

პირველი ეტაპის სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია დასრულდება 30 სექტემბერს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s