კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო დონის სპორტ-კომპლექსი ექნება

Screen_Shot_2016-02-02_at_11_40_22_AMსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარადა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს დარბაზს. ასევე, დასრულდა საქვაბის და საპირფარეშოების სარემონტო სამუშაოები და აშენდა სრულიად ახალი კალათბურთის დარბაზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემის მონტაჟი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სპორტ-კომპლექსი ათასობით სპორტის მოყვარულს მოემსახურება. სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდ
ინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 2 469 049 23   ლარია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s