Deutsche Welle Akademie / დოიჩე ველე აკადემია იწვევს ჟურნალისტებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში “მონაცემთა ჟურნალისტიკა”
ტრენინგი ჩატარდება 16-17 სექტემბერს, მისამართზე: შალვა დადიანის ქუჩა 2; 0105 თბილისი.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
-მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს;
-მონაცემთა შეგროვება წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დროს და ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში. მონაცემთა შერჩევა ანალიზისთვის;
-მნიშვნელოვანი ასპექტები გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას;
-ამომრჩეველთა მონაცემების ანალიზი: პრინციპები და ინსტრუმენტები;
-სტატისტიკის გამოყენება გაყალბების გამოსავლინებლად: შესაძლებლობები და შეზღუდვები;
-ამომრჩეველთა მონაცემების ვიზუალიზაცია დიაგრამისა და რუკების მეშვეობით: ძირითადი ინსტრუმენტები და მათთან მუშაობის პრინციპები.
ტრენერი – მიხეილ კოლცოვი, უკრაინული პროექტის Stopfake.org -ის ტექნიკური დირექტორი, ასევე ექსპერტი ციფრულ უსაფრთხოებაში, ინფორმაციის ვერიფიკაციასა და „ფაქტჩეკინგში“. მოგილიოვის ჟურნალისტიკის სკოლისა (კიევი) და UMESchool-ის ლექტორი.
დაინტერესებულ ჟურნალისტებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტის მისამართზე: amalia.oganjanyan@dw.com , ან დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით DW Akademie-ს პროექტის კოორდინატორს ამალია ოგანჯანიანს ნომერზე: 558 499 587.
განცხადებები მიიღების ბოლო ვადა – 8 სექტემბერი.
სამოტივაციო წერილში მიუთითეთ:
თქვენი გამოცდილება მონაცემთა ჟურნალისტიკაში და მონაცემების ვიზუალიზაციასთან დაკავშირებით;
რომელ ენაზე გირჩევნიათ ტრენინგის ჩატარება – რუსულად თუ ინგლისურად.
დავუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.