მიკროსაფინანსო კომპანია “მაი კრედიტ” აცხადებს ვაკანსიას მცირე სესხების- საკრედიტო ექსპერტის და მოლარე ოპერატორის პოზიციებზე ქ.თბილისში, ხაშურსა და მარნეულში!
1. საკრედიტო ექსპერტი
ძირითადი ფუნქციები:
** სასესხო განაცხადების ანალიზი და კლიენტის საკრედიტო ისტორიის შესწავლა
** კლიენტის შესახებ სრული ინფორმაციის მოძიება
** სესხის გაცემა
** სესხის პროცესის სრული მონიტორინგი
** საკუთარ პორტფელში ვადაგადაცილებების კონტროლი
** ყოველდღიური ანგარიშის ჩაბარება უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ბანკში ან საკრედიტო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში და აღნიშნულ პოზიციაზე გააჩნია სამუშაო გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ბაზრის მოვაჭრეებთან და სავაჭრო ობიექტებთან
** ქართული და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, საბაზისო დონეზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
** მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
** კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
2. მოლარე ოპერატორი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო);
** 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სავალდებულო)
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის კარგი ცოდნა.
** სალარო აპარატთან მუშაობის ცოდნა.
** კომუნიკაციური უნარ-ჩვევების სპეციფიურ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია მოვალეობები:
** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** სასესხო თანხების გაცემა ორგანიზაციის მსესხებლებზე;
** ფულადი გადარიცხვების მიღება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე Mycreditgeorgia@gmail.com არაუგვიანეს 2016 წლის 20 სექტემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება და სასურველი რეგიონი.