“გალფ ოილ ინტერნეშენალის” ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში – “სან პეტროლიუმ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საცალო ქსელში ავტოგასამართი სადგურის კლიენტთა მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ქართლის, კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონები
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა (საწვავის ჩასხმა ავტომობილში, საქარე მინის გაწმენდა, ღამის ცვლაში მაღაზიაში პროდუქციის რეალიზაცია და სხვა);
** სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
** ობიექტზე არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** რეალიზებული პროდუქციიდან მიღებულ თანხაზე სრული პასუხისმგებლობა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** კომპანიაში არსებული მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf-ge.com 2016 წლის 25 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. |