ესეების კონკურსი

დასახელება: ესეების კონკურსი
მომწოდებელი: GIDC
გამოქვეყნდა: 26 აგვ / ბოლო ვადა: 9 სექ
“ჩემი პირველი არჩევნები – ახალგაზრდა ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა არჩევნების შესახებ”.

ა.ა.ი.პ საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი ახორციელებს პროექტს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენის ხელშეწყობისთვის ქალი ამომრჩევლების საარჩევნო ქცევის ფორმირება.

პროექტის ფარგლებში ტარდება ესსე-ების კონკურსი თემაზე “ჩემი პირველი არჩევნები”, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ გოგონებს, რომლებიც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას (შესაბამისად, აღნიშნული თარიღისთვის უსრულდებათ 18 წელი ან მეტი);

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები:

** ესსე-ს შინაარსი უნდა იყოს შესაბამისობაში დასახელებასთან – “ჩემი პირველი არჩევნები”
** ესსე-ს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს Word-ის დოკუმენტის A4 ფორმატის 2 გვერდს (ფონტის ზომა 11, დაშორება 1.25);
** კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ გოგონებს 18-დან 25 წლამდე, რომლებიც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში პირველად იღებენ მონაწილეობას;
** ნაშრომის ელექტრონული ვერსია აუცილებელია გამოგზავნილი იყოს 9 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე;
** კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელ.ფოსტის ტექსტურ ველში აუცილებელია მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:
** სახელი, გვარი
** საცხოვრებელი ქალაქი/ (რაიონი) სოფელი
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა);

ესსე-ს ხასიათი არ უნდა იყოს პოლიტიკური, არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს, არ უნდა შეიცავდეს აგიტაციასა და პოლიტიკურ მოწოდებებს.

კონკურსის მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ნამუშევარი სახელწოდებით “ჩემი პირველი არჩევნები” 2016 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: annanachkebia@gmail.com

** ნამუშევრების შეფასება მოხდება მოწვეული ჟიურის წევრების მიერ. პირველ 20 ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორებისთვის მოეწყობა თბილისში სპეციალური ცერემონიალი ჟიურის წევრების დასწრებით, რა დროსაც გამოცხადდება პირველი სამი ადგილის მფლობელის ვინაობა;
** სამ გამარჯვებულს გადაეცემა ფასიანი ჯილდო, ხოლო დამატებით, პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის ესსე დაიბეჭდება საინფორმაციო ბუკლეტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე – 577 500 295 – ანა ნაჭყებია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s