აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები საქართველოში ქარის პირველ ელექტროსადგურ ,,ქართლზე”, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანია შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ახორციელებს შიდა ქართლის რეგიონში, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გორის ტელერადიო ანძის მიმდებარედ. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი 88 მლნ. კვტ/საათი.
გთავაზობთ ფოტოგალერეას: