პრობლემური აქტივების მართვის კომპანია “ფინანსური ბიურო“, რომელიც თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან, გორში აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრის თანამდებობაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: მაღალი საბონუსე სისტემა.
სამუშაო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მართვა;
** ვადაგადაცილებაში არსებული სესხების დაბრუნება;
** პრობლემური პორტფელის სისტემატური მონიტორინგი;
** პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა, ადგილზე ვიზიტები, მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა
** თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** დაძაბულ რეჟიმში და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** აქტიურობა და სისხარტე.
დაინტერესების შემთხვევაში CV გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: fbvacancy@fbureau.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და რეგიონი.
გამოქვეყნდა: 16 აგვ / ბოლო ვადა: 16 სექ