ტრენინგი – ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხები

ტრენინგი: “ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხები”

9510c6ae788a71a46e068fc1e7eb731d_24322016 წლის 12-14 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია მონაწილეობის მისაღებად იწვევს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატის IV კურსისა და სამაგისტრო პროგრამის, ასევე საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის IV კურსისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ტრენინგზე – “ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხები”.

ტრენინგის აღწერა:

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შედეგად, დღეის მონაცემებით, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობა რეკორდულად მაღალია (65 მილიონზე მეტი). მსოფლიო სტატისტიკის კვალდაკვალ, საქართველოშიც დაფიქსირდა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობა. მათი დაცვა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ყოველი მიმღები ქვეყნის ვალდებულებაა. საქართველომ მის ტერიტორიაზე მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების ეფექტური დაცვის ვალდებულება იკისრა 1999 წელს ჟენევის 1951 წლის კონვენციასთან – “ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” და მის 1967 წლის ოქმთან მიერთებით. ამის შემდგომ, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა იმისათვის, რომ საქართველო დაახლოვებოდა ლტოლვილთა დაცვის ევროპულ სტანდარტებს. 2012 წელს ძალაში შევიდა ახალი კანონი “ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ”, რომლის შემდეგაც მომზადდა ახალი კანონპროექტი “საერთაშორისო დაცვის შესახებ”.

ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლისა და მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე ეროვნული საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის გააზრება საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, სამართლის სტუდენტებს დაეხმარებათ შეიძინონ სიღრმისეული ცოდნა ამ აქტუალურ საკითხზე, რაც შესაძლოა სამომავლოდ მათი აკადემიური და პროფესიული ინტერესის სფერო გახდეს. აღნიშნული ტრენინგი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლტოლვილთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათი მარგინალიზების თავიდან აცილებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

სამი დღის განმავლობაში ტრეინინგის მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

** ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სისტემა (ადამიანის საერთაშორისო უფლებებისა და ლტოლვილთა შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო);
** ‘ლტოლვილის’ განმარტება კონვენციის მიხედვით (სტატუსის მინიჭებაზე დაშვების კრიტერიუმი; დევნის სტანდარტები – სუბიექტური და ობიექტური შიში, დევნის საფუძვლები);
** ლტოლვილთა დაცვის უნივერსალური პრინციპები და ცნებები: გაუძევლობის პრინციპი (ამ პრინციპიდან გამონაკლისები), სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, კონფიდენციალურობა, ოჯახის ერთიანობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
** გამორიცხვის პრინციპი, 1951 წლის კონვენციის მიხედვით;
** გაუქმება, შეწყვეტა და განახლება;
** საქართველოში თავშესაფრის სისტემისა და კანონმდებლობის მიმოხილვა;
** საერთაშორისო და ეროვნული პრეცედენტული სამართალი ლტოლვილთა შესახებ.

მეთოდოლოგია:

** ტრენინგის კურსი მოიცავს – სალექციო ნაწილსა (ორი დღე) და კონკრეტული მაგალითების განხილვას, ხოლო მესამე დღე დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოს – კონკრეტული საქმის განხილვასა და ასევე გაიმართება იმიტირებული სასამართლო.
** ტრენინგის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
** ტრენინგს წარუძღვებიან საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. სასურველია აპლიკანტ სტუდენტს ჰქონდეს იმიტირებულ სასამართლოში მონაწილეობის გამოცდილება.

ტრენინგის სრულ ხარჯებს აანაზღაურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (მაქს. 2 გვერდი) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: academy@ombudsman.ge

განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 2016 წლის 26 აგვისტო, 19:00 საათი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თბილისი, 0179, ნინო რამიშვილის 6
ტელ: (0322) 2 913814, 2 913815

გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 26 აგვ

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s