“ქარელის ჩირი” მანდარინის და ხურმის ჩირის წარმოებას იწყებს

rxgv0ld8lhikffl

ხილის გადამამუშავებელი კომპანია შპს „ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია” წლის ბოლომდე ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. საუბარია, ხურმის და მანდარინის ჩირის დამატებაზე. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაძე „კომერსანტთნ” აცხადებს, რომ ამ დროისთვის კომპანია „ქარელის ხილის” ბრენდით რამდენიმე სახეობის ჩირს უშვებს (შავი ქლიავი,ვაშლი, მსხალი და სხვა).

კითხვაზე, თუ როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია, კვირიკაძე ამბობს, რომ ამის შეფასება ნაადრევია, რადგან პროდუქცია მსხვილ მარკეტებში ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა იყიდება. ზოგადი შეფასებით და დაკვირვებით, კი ქართველი მომხმარებელისთვის ქართული პროდუქტი საკმაო მოთხოვნადია.

კვირიკაძე ამბობს, რომ ექსპორტისთვის მოლაპარაკება ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან აქვთ დაწყებული, მათ შორის არის გერმანია, ისრაელი და უკრაინა. შედეგად, შესაძლოა, ქართული ჩირი ექპორტზე უკვე წლის ბოლოდან გავიდეს.

ქლიავის ჩირის წარმოება ქარელის აგროინდუსტრიულმა საწარმომ გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო. ქარხნის გამართვისთვის საერთო ჯამში მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 650 ათასი დანადგარების და ქარხნის მოწყობას მოხმარდა. საწარმომ ღირებულების 40% სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღო, 50% კი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.

კომპანიის პროდუქცია „ქარელის ხილის” ბრენდით იყიდება. კომპანია მოსახლეობისგან ნედლეულს იბარებს, თუმცა კომპანიას საკუთარი მოსავალიც აქვს. პროდუქცია 200-გრამიანი შეფუთვით იყიდება.

წყარო:comersant.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s