სოფლების ჩამონათვალი, რომლებიც მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატა

 საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 99 (38 000 მცხოვრებელი) დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველ ჩამონათვალში, რომელიც 1582 დასახლებას მოიცავს, აღნიშნული დასახლებები ვერ მოხვდა იმის გამო, რომ არ არსებობდა საქართველოში არსებული დასახლებების ერთიანი ნუსხა და მათი კრიტერიუმების შესახებ სისტემატიზირებული მონაცემები.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათები დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ნუსხაში შესატანი 99 დასახლებიდან: 90 – აკმაყოფილებს საბჭოს მიერ დადგენილ დემოგრაფიულ კრიტერიუმს; 6 – კანონით განსაზღვრულ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში შემავალი დასახლებებია;1 (ჭერემი) – დაზუსტდა ჰიფსომეტრიული სიმაღლე; 1 (ღორღა) – საჯარო რეესტრმა დააზუსტა, რომ, ზოგადად, არსებობს როგორც სოფელი; 1 (კოტორაანთკარი) – აკმაყოფილებს სოფლის მეურნეობის კრიტერიუმს.

 

სოფლების ჩამონათვალი, რომელიც მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატა:

საჩხერე  – სოფელი ცხამი; სოფელი კორბოული, სოფელი მოძვი

ჭიათურა  – სოფელი ბჟინევი;  სოფელი ქვედა ჭალოვანი

ხარაგაული –  სოფელი წიფა

ხონი  – სოფელი კინჩხა ფერდი

ახმეტა –  სოფელი ძიბახევი

გურჯაანი  – სოფელი არაშენდა, სოფელი დარჩეთი, სოფელი ქოდალო, სოფელი ჭერემი

საგარეჯო  – სოფელი ანთოკი, სოფელი ბოტკო,   სოფელი ხინჭები, სოფელი კოჭბაანი,   სოფელი სასადილო , სოფელი ოთარაანი, სოფელი სათაფლე,   სოფელი უჯარმა,   სოფელი მუხროვანი

სიღნაღი  – სოფელი ნუკრიანი

დუშეთი  – სოფელი უკანაფხო, სოფელი არბოეთი, სოფელი თხილავანა, სოფელი ძველი ბურღული, სოფელი მიქელიანი, სოფელი ნოკორნა, სოფელი ბიჩნიგაურები,  სოფელი ჩინთი, დაბა ჟინვალი, სოფელი ჟინვალი, სოფელი არღუნი, სოფელი დუდაურები

თიანეთი  – სოფელი ღორღა, სოფელი გუდანელები, სოფელი ტოლაანთსოფელი

მცხეთა  – სოფელი კოტორაანთკარი, სოფელი ბურიანი, სოფელი ზემო ნიჩბისი 4,  სოფელი მშრალხევი

ადიგენი  – დაბა ადიგენი, სოფელი ბენარა, სოფელი გორგული, სოფელი ვარხანი,  სოფელი ფარეხა, სოფელი წრე, სოფელი ფლატე, სოფელი უდე, სოფელი წახანი,  სოფელი ხევაშენი

ახალციხე  – სოფელი ტყემლანა, სოფელი კლდე, სოფელი ფერსა

ბორჯომი  – სოფელი დვირი, სოფელი სადგერი, სოფელი ცემი, სოფელი კორტანეთი,   სოფელი დაბა, სოფელი მზეთამზე, დაბა წაღვერი

ბოლნისი –  სოფელი ბალიჭი

დმანისი  – სოფელი ზემო ოროზმანი, სოფელი ვაკე, სოფელი ველისპირი

თეთრიწყარო  – ქალაქი თეთრიწყარო, სოფელი ალექსეევკა, სოფელი გუდარეხი

მარნეული  – სოფელი ხოჯორნი

გორი  – სოფელი ბობნევი, სოფელი ზემო ბოშური, სოფელი ბიისი,  სოფელი დიცი,  სოფელი ქორდი, სოფელი არბო, სოფელი კირბალი, სოფელი მერეთი, სოფელი ზემო ხვითი, სოფელი ზემო ნიქოზი, სოფელი ფიცესი, სოფელი ფელი

კასპი –  სოფელი ახალციხე, სოფელი მთიულთ უბანი, სოფელი თვალადი, სოფელი გუდალეთი, სოფელი ზადიაანთ კარი, სოფელი თელადგორი, სოფელი ლავრისხევი

ქარელი  – სოფელი ატოცი, სოფელი ორთუბანი, სოფელი წითელი სოფელი

ხაშური  – სოფელი უწლევი, სოფელი ღანძილები, სოფელი ნარუჯები, სოფელი ღუდა, სოფელი ჯვართმუხა,   სოფელი კოდისწყარო, სოფელი ჩორჩანა, სოფელი წეღვერი.

წყარო:http://www.2030.news

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s