“ქარელის ჩირი” ნესვის ჩირის წარმოებას იწყებს

ქარელის აგროინდუსტრიული საწარმო, რომელიც პროდუქციას „ქარელის ჩირი”  ბრენდით აწარმოებს ზაფხულიდან ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს და ექსპორტისთვის ემზადება. კომპანიის წარმომადგენელი ვახტანგ სილაგაძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ დღეს  ქლიავის , მსხლის, ქლიავის და ვა

შლის ჩირს აწარმოებენ. ივნისის ბოლოდან კი ატმის, გარგრისა და ნესვის ჩირის წარმოება დაიწყება.  ვახტანგ სილაგაძის თქმითვე, ნესვის ჩირი ევროპის ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი წარმოებისთვის სპეციალური დანადგარია საჭირო, რადგანაც ნესვი დაბალ ტემპერატურაზე შრება. გარდა ამისა, კომპანია შემოდგომიდან ჩირის წარმოებას შოკოლადის გარსით დაიწყებს.  ვახტანგ სილაგაძე ამბობს, რომ კომპანიას საკუთარი ბაღები აქვს თუმცა წელს სეტყვის გამო მოსავალის ნაწილი განადგურდა ამიტომ  ნედლეულის ნაწილს მოსახლეობისგან ჩაიბერებენ. მომავალი წლიდან კი წარმოება 50% ით გაიზრდება და 120-130 ტონას მიაღწევს.

როგორც „ ქარელის ჩირის” წარმომადგენელი ამბობს, ექსპორტის თემაზე მოლაპარაკება, რამდენიმე ქვეყანასთან მათ შორის უკრიანა, რუსეთი, ჰოლანდია და დიდ ბრიტანეთთან მიმდინარეობს , გაგზავნილია პროდუქციის ნიმუშები და რეალურია, რომ წელს ექსპორტი უკრაინასა და რუსეთში დაიწყოს, მომავალი წლიდან კი უკვე ევროპის ბაზარზე გასვლა დაიწყება. ვახტანგ სილაგაძე დასძენს, რომ ბაზარზე ახალი შემოსულები არიან და ცნობადობის გაზრდა ამ ეტაპზე მათთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა თუმცა მისივე მტკიცებით, იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება ნაწილობრივ მაინც მოახერხეს.

შავი ქლიავის ჩირის წარმოება ქარელის აგროინდუსტრიულმა საწარმომ   გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო. ქარხნის გამართვისთვის საერთო ჯამში მილიონი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა. აქედან 650 ათასი დანადგარების და ქარხნის მოწყობას მოხმარდა. საწარმომ ღირებულების 40% სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღო, 50% კი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.

– სალომე სოსელია

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s