21 მაისს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში, მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
აღნიშნული ღონისძიებაზე, მოცეკვავეთა და მომღერალთა გუნდები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები. მათ შორის იყო გორის, გიორგი ერისთავის დრამატული თეატრის დასი, რომელმაც წარადგინა ნაწყვეტი სპექტაკლიდან სტუმარ-მასპინძელი და გორის მერიასთან არსებული ანსამბლი- ,,გორი” რომელმაც წარადგინა როსტომ ჭაბიკი.
ასევე გაიმართა ჭიდაობა და მკლავჭიდი, გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცა ცხვარი.
შესანიშნავად წარსდგა მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი.
შეხვედრის ორგანიზატორების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს კულტურულ, ეთნიკურ და აღმსარებლურ მრავალფეროვნებას და მის როლს ქვეყნის სიძლიერის და აღმშენებლობის საქმეში.
ბადრი ციქუბაძე