შეხვედრის ორგანიზატორი ენტომოლოგიის ინსტიტუტის (აგრარული უნივერსიტეტი) მკვლევარი ირაკლი ჯანაშია გახლდათ.
შეხვედრის მიზანი საქართველოში მეფუტკრეობის პრობლემების განხილვა და ფერმერებისთვის საფუტკრის გაძღოლის რაციონალური მიდგომების გაცნობა იყო. განსაკუთრებული ყურადღება საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების, მკურნალობის, გამრავლებისა და საქართველოში არსებული ენდემური ჯიშის ფუტკრის დაცვის აუცილებლობის საკითხებზე გამახვილდა, რაზეც ირაკლი თავის კოლეგებთან ერთად რუფორდის ფონდის მიერ მხარდაჭერილი მცირე პროექტის ,,Prevention of introgression in populations of endemic honeybee Apis mellifera caucasica in Georgia“ ფარგლებში მუშაობს.
ბატონი ირაკლის თქმით, მისი სამომავლო გეგმები საქართველოში მეფუტკეთა საზოგადოების კონსოლიდირებასა და დარგის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანის მხარდაჭერას უკავშირდება.
ბადრი ციქუბაძე