კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ მარკეტებში უკვე გამოჩნდა. შავი ქლიავის ჩირის წარმოება ქარელის აგროინდუსტრიულმა საწარმომ გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო. ქარხნის გამართვისთვის საერთო ჯამში მილიონი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა. აქედან 650 ათასი დანადგარების და ქარხნის მოწყობას მოხმარდა. საწარმომ ღირებულების 40% სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღო, 50% კი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.
კომპანიის პროდუქცია „ქარელის ხილის” ბრენდით იყიდება. შავ ქლიავს მოსახლეობისგან იბარებენ, თუმცა კომპანიას საკუთარი მოსავალიც აქვს. სამომავლოდ კომპანია ჩირის დამზადებას სხვა სახეობის ხილისგანაც გეგმავს. პროდუქცია 200–გრამიანი შეფუთვით იყიდება და კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ევროპული სტანდარტებისაა. ექსპორტისთვის მოლაპარაკება ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან აქვთ დაწყებული, მათ შორის არის გერმანია, ისრაელი და უკრაინა
წყარო:comersant.ge