მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე რაუნდის გამარჯვებულები აპრილის ბოლომდე გამოვლინდებიან

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მეორე რაუნდის ფარგლებში, ვებგვერდის მეშვეობითwww.qartuli.ge, საერთო ჯამში შესულია 14081 განაცხადი, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 23164-ს უტოლდება, რაც პირველი რაუნდის მონაცემებს თითქმის ორჯერ აღემატება. პირველი რაუნდის მონაცემებით შემოსულ განაცხადთა რაოდენობა 7846-ს შეადგენდა, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 11878 იყო.

„მსგავსი აქტიურობა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების მაღალი დონე  პროგრამის რეალურმა სარგებელმა და  გამარჯვებული ბენეფიციარების ბიზნესების წარმატებულობამ განაპირობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, ისიც რომ  პროგრამის შესახებ ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად იზრდება განხორციელებული პროექტების ეფექტურობის ხარჯზე. მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ პროგრამაში ჩართვა ბიზნესის ნულიდან წამოწყებისა თუ განვითარების კარგი შესაძლებლობაა“,- აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, მოცემული ეტაპისთვის განაცხადების განხილვა დაწყებულია და  გამარჯვებულები  აპრილის ბოლომდე გამოვლინდებიან, რომლებიც კონტრაქტორების მხრიდან მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს გეგმების ტრენინგზე. შემდეგ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან  ბიზნეს გეგმების კონკურსს, საიდანაც  შეირჩევა კონკრეტული ბიზნეს გეგმები, მათ ავტორებთან კი   გაფორმდება ხელშეკრულება და საბოლოოდ გადაეცემათ თანადაფინანსების თანხა, შესაბამისად ისინი ოფიციალურად გახდებიან პროგრამის ბენეფიციარები.

უფრო კონკრეტულად,  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე www.qartuli.geაპლიკაციის ფორმის შევსების გზით
  • ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
  • დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
  • საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
  • ბიზნესის კეთებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება   და   3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება.

დღევანდელი მდგომარეობით დაფინანსებულია 1106 ბიზნეს პროექტი, დაახლოებით  1620 ბენეფიციარი, გადამზადებულია  3118  ბენეფიციარი, ხოლო თანადაფინანსების სახით გაცემულია 8 060 732 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას ჰქონდა  შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს იდეის ვებ-გვერდის მეშვეობით წარედგინა და ჩართულიყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.

წყარო:http://commersant.ge/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s