ავლევის თემის სოფლებში სოფლის კრებები გაიმართა

10 მარტს ავლევის თემის სოფლებში (კნოლევი, ავლევი, ცერონისი) “სოფლის განვითარების პროგრამა 2016-ის” ფარგლებში  სოფლის კრება გაიმართა.

 პირველად, კრება-სოფელ კნოლევში ჩატარდა, კრებას დაესწრო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი და ავლევის თემის რწმუნებული ნოდარ კოკოლაშვილი. კრებას 50-მდე მოსახლე დაესწრო. მოსახლეობის მხრიდან დასახელდა შემდეგი პრიორიტეტები: 1. სოფლის ცენტრიდან ცენტრალურ გზამდე არსებული 1 კმ გზის მოპირკეთება. 2. გარე განათების იმ უბნებში დამატება სადაც წინა ეტაპზე ვერ მოხერხდა მისი გაკეთება. 3. ნაგვის ურნების დადგმა 3. შიდასაუბნო გზების მოხრეშვა 4. ხიდამდე მისასვლელ გზაზე არსებული ბოგირის მოწესრიგება. 5. ახლადდაგებული გზის გასწვრივ 100 მეტრიანი სანიაღვრეს. 6. რიტუალების სახლში გაზის მრიცხველის დამონტაჟება. 7. რიტუალების სახლისთვის სკამების შეძენა. რიტუალების სახლისთვის კონდინციონერის და მაცივრის შეძენა. 8. სტადიონის დასრულება.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ სოფლისთვის გამოყოფილი 13000 ლარით მოხდება სარიტუალო დარბაზისთვის 150 სკამის , 1 კონდინციონერის, მაცივრის და გაზქურის შეძენა.

რაც შეეხება ავლევის თემს აქ გადაწყდა,რომ გამოყოფილ 14000 ლარს მშენებარე რიტუალების სახლს მოახმარენ.

ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული სოფელ ცერონისში სადაც 15000 ლარით რიტუალების სახლის მშენებლობას დაასრულებენ.

p.s.

არაერთ სოფლის კრებას დავესწარი საქართველოს მასშტაბით, და თითქმის ერთი და იგივე სიტუაციაა ჯერ იყო რიტუალების სასახლის მშენებლობის ბუმი, სადაც უკვე დასრულდა ახლა მის აღჭურვაზე იხარჯება თანხები, შემდეგ გარე განათება.  კნოლევის მაგალითიდანაც ჩანს, რომ უამრავი პრიორიტეტული მიმართულებიდან მაინცდამაინც რიტუალების სახლისთვის სკამების შეძენაზე გაკეთდა აქცენტი. ცნობისთვის ამავე რიტუალების სახლისთვის ჯერ კიდევ 2 წლის წინ იქნა  შეძენილი სკამებიც,  მაგიდებიც და სამზარეულოს სრული აღჭურვილობაც. 

კრებებმა ცხადყო, რომ სოფლის განვითარების პროგრამის შესახებ სოფლის მოსახლეობაში ინფორმაციის დეფიციტია, არ იციან კრების წარმართვის პროცედურები. მიუხედავად თემის მაცხოვრებელთა მხრიდან უამრავი გამოთქმული წინადადებისა საბოლოოდ მაინც მუნიციპალიტეის მიერ ,,შემოგდებული” პრიორიტეტი იმარჯვებს. 

თუ გვინდა, რომ თემებში რეალური თვითმმართველობა განხორციელდეს, პირველ რიგში უნდა მოხდეს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა თუ კერძო საინიციატივო ჯგუფებმა მონიტორინგი გაუწიონ სოფლის კრებებს, რათა მოხდეს კანონმდებლობაში გაწერილი პროცედურების თანმიმდევრული დაცვა. 

ამ პირობებშიც კი სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება მიზნის მიღწევას…

ბადრი ციქუბაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s