გორში, კომბინატის დასახლებაში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს. ამჟამად ინტენსიური მშენებლობის ფაზაშია 4 კორპუსი, სადაც კარკასი უკვე მეორე სართულამდეა ამოყვანილი.მშენებლები აცხადებენ, რომ 8-ვე კორპუსის მშენებლობის დასრულებას 2016 წლის ბოლომდე გეგმავენ. მშენებლობის დასრულების შემდგომ ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს.