ცენტრის შენობაში, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ხელმძღვანელობის ინიციატივით, ჩატარდება მოსახლეობის უფასოდ გასინჯვები შემდეგი დაავადებების მიხედვით:
– ალერგოლოგია-ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი,
ჭინჭრის ციება, კვიკნეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგოზები
(მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ქ-ნი ბარბარე ბეზარაშვილი);
– კომპიუტერული სპირომეტრია;
– პულმონოლოგია, ფილტვის სხვადასხვა დაავადებები, ხველა, ფტიზიატრია (მედიცინის
აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ბ-ნი კახა ვაჭარაძე);
– დერმატოლოგია-კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული
მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა კოაგულაციური მეთოდით (კანისა და
ვენსნეულებათა ინსტიტუტის დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ქ-ნი
ხათუნა ღურჭუმალიძე);
– გასტროენტეროლოგია-კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა
გასტროენტეროლოგიური დაავადებები (მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი,
ბ-ნი ირაკლი ხმალაძე);
– რევმატოლოგიური პრობლემები (მედიცინის დოქტორი, ქ-ნი მანანა ჩახნაშვილი);
– თერაპია-კარდეოლოგია (მედიცინის დოქტორი, ქ-ნი მარინა ჟიჟილაშვილი).
ბადრი ციქუბაძე