კონკურსი ,,სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად – 2016″

23 – 26 -29 თებერვალს, სტუდენტური კონკურსის „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად – 2016“ ფარგლებში, კონკურსის ორგანიზატორები დაინტერესებული სტუდენტებისათვის გამართავენ ერთდღიან საინფორმაციო სემინარებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში და კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გააცნობენ სოციალური მეწარმეობის კონცეფციას, კონკურსის სპეციფიკასა და მიმდინარეობას. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საინფორმაციო ტურის განმავლობაში ტექნოპარკში არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

თუ ხარ სტუდენტი, გსურს შენი ცოდნით დაეხმარო სოციალურ საწარმოებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში და მოიგო მნიშვნელოვანი პრიზები, ან თავად შეიმუშავო სოციალური საწარმოების ბიზნეს-გეგმა და მის განსახორციელებლად მოიპოვო დაფინანსება – ჩაერთე კონკურსში!

კონკურსი ღიაა თბილისის ყველა უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტისთვის და ის გაიმართება 2 ნომინაციაში:

1.ნომინაცია – ბიზნეს პროექტის შემუშავება და განხორციელება;
2.ნომინაცია – ახალი სოციალური საწარმოს ბიზნეს-გეგმის შექმნა

თითოეულ ნომინაციაში მონაწილეობას მიიღებს 4 სტუდენტისაგან შემდგარი 12-12 გუნდი.
სემინარში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რისთვისაც რეგისტრაციის ველში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი თარიღი.
სემინარზე დამსწრეთა რაოდენობა მკაცრადაა შეზღუდული, იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია აღარ დაგარეგისტრირებთ (გარკვეული რაოდენობის შემდგომ სარეგისტრაციო ფორმა იხურება), დაგვიკავშირდით და სურვილის შემთხვევაში დავგეგმავთ საინფორმაციო შეხვედრას ოფისში.

სარეგისტრაციო ბმული:

https://goo.gl/RmD5JJ

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია:

http://segeorgia.org/nmore.php?NID=203

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s