სოფელი კნოლევი ზაფხულში. წითელი კონტურებით მონიშნულია ტერიტორია, რომლის მიღმაც ქართული სახელმწიფოს იურისდიქცია ვერ ხორციელდება, სოფელი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია საოკუპაციო ძალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიით, აქ იშვიათობას არ წარმოადგენს ადამიანის თუ ცხოველების გატაცების ფაქტები. ადამიანებს აბრუნებენ ჯარიმის (გამოსასყიდის) გადახდის სანაცვლოდ, ხოლო გატაცებული ცხოველის დაბრუნების პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა რომ სოფლიდან მაღალია მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებელი, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხოება რიგი მიზეზების გამო არაა ჯეროვნად დაცული, სოფელში 2008 წლის შემდგომ მოიშალა სარწყავი არხები, არის მცირემიწიანობა, წყალში იოდის დეფიციტი და კიდევ დასახლება იმყოფება ზღვის დონიდან 800 მეტრის ზემოთ, მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი მაღალმთიანი დასახლებების სიაში აღმოჩენილიყო.
არა და ეს სტატუსი წამახალისებელიც კი შეიძლება აღმოჩენილიყო, არათუ მაცხოვრებელთა ადგილზე დასამაგრებლად, არამედ მოტივაციის შესაქმნელად მათთვის, ვინც უკვე დატოვა სოფელი დაბრუნებულიყვნენ უკან.
ბადრი ციქუბაძე
ფოტოს ავტორი- გიორგი მჭედლიშვილი