შეხვედრა გახსნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ანეტა პიატეკმა, შემდგომ ცხინვალისრეგიონთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვა წარმოადგინა შიდა ქართლში, გუბერნატორის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.
პრივატიზაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის შესახებ დევნილებისთვის ისაუბრა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს გორის ოფისის ხელმძღვანელმა- თამაზ გვიმრაძემ.
შეხვედრაზე დამსწრე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს თავისი მიმდინარე და სამომავლო პროექტები რეგიონში.
აღნიშნული შეხვედრები ხორციელდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის და გუბერნატორის აპარატის შიდა ქართლში შეთანხმების საფუძველზე.
ბადრი ციქუბაძე