ხშირად, რაიონებში, ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის დროს მოსახლეობას უჭირს გაარკვიოს თუ ვის უნდა მიმართოს, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის, სარწყავი არხის გზის თუ სხვა შემთხვევაში.
5 დეკემბერს საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმის მორიგ შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ გორის რაიონის რამდენიმე სოფელში გადაიწვა გარე განათების ნათურები და არ იცის მოსახლეობამ ვის მიმართოს საკითხის მოსაგვარებლად.
როგორც, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განგვიცხადეს
გარე განათების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია აიპ. ,,თვითმმართველი თემის გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური”, რომელიც მდებარეობს ცხინვალის გზატკეცილის მე-7-ე კილომეტრზე.
პრობლემის შემთხვევაში უნდა მოხდეს წერილობითი განაცხადის გაკეთება ზემოაღნიშნულ სამსახურში, ან გორის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში, რომელიც მდებარეობს გამგეობის შენიბის პირველ სართულზე.
ბადრი ციქუბაძე