ნოლევის მოსახლეობა კმაყოფილია იმ ინფრასტრუქტურული პროექტების, რაც სოფელში ხორციელდება, მაგრამ წუხან იმის გამო, რომ სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი 1 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი მოსაპირკეთებელი დარჩება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ გზაზე განხორციელდა 2 1.80 მეტრი სიღრმის და 60 სმ სიგანის არხების გაჭრა გაზისა და წყლის მილებისთვის, ვაკისი არამყარი და ეროზიული გახადა, მითუმეტეს ეს მონაკვეთი 45%-იანი დაღმართია და წვიმის, მითუმეტეს თოვლის მოსვლის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ავტომობილებით გადაადგილებას. რაც მოსახლეობას ზამთარში რთულ პირობებში ჩააყენებს.
აგრეთვე კითხვის ნიშნის ქვეშაა სტადიონის მშენებლობის საკითხი, ადგილობრივების თქმით ,,მოვიდნენ ტრაქტორებით, და დაიწყეს მიწის მოთხრა ისე, რომ არც გვკითხეს გვაწყობდა თუ არა აღნიშნულ ადგილზე სტადიონის მშენებლობა”. სტადიონი კეტავს სამანქანო მისასვლელს ამბულატორიასთან და სარიტუალო სახლთან ნაწილობრივ.