შშმ პირებთან მუშაობის შესახებ მედპერსონალისა და სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგი ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მომუშავე  14 სახელმწიფო სოციალური მუშაკი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორმოცი ექიმი და ორმოცი ექთანი ამიერიდან მეტად ინფორმირებულია შშმ პირებთან ეფექტიანი მუშაობის შესახებ.

სპეციალური ინტენსიური სწავლება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. რამდენიმე დღის განმავლობაში მედიკოსები და სოციალური მუშაკები მათთვის სასარგებლო თემებზე არაერთ საინტერესო ინფორმაციას იღებდნენ.

„ტრენინგის მონაწილე სამედიცინო და სოციალურ მუშაკებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ძალიან სასარგებლოა მათი საქმიანობისთვის. მიღბულ ცოდნას სამომავლოდ პრაქტიკაში გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ისინი გაეცნენ ინფორმაციას  ჯანდაცვის სფეროში შშმ პირთა უფლებების შესახებ და ასევე, შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენცის ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოში 2014 წლის აპრილში შევიდა ძალაში. მედიცინის მუშაკებმა ერთხმად აღნიშნეს მათ პრატიკაში სოციალური მუშაკის დახმარების საჭიროება“,- განაცხადა თამარ კურტანიძემ.

მისივე თქმით, სწავლების შედეგად სოფლის ექიმებს,  ექთნებს და სოციალურ მუშაკებს მეტი ინფორმაცია ექნებათ როგორ უნდა  მიაწოდონ უკეთესი  სამედიცინო  და სოციალური მომსახურება  სპეციალური საჭიროების მქონე  პირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შშმ პირები  სამედიცინო მომსახურების მიღბისას სხვადასსვა სახის ბარიერებს ხვდებიან, მათ შორის ხშირად დამოკიდებულებით ბარიერებს.

ამავე ორგანიზაციის ცნობების თანახმად,  მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს   ამათუიმ სახის  შესაძლებლობის შეზღუდვა აქვს. მათგან დაახლოებით  80% დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ცხოვრობს და ნაკლებად ან საერთოდ არ მიუწვდება ხელი სამედიცინო მომსახურებაზე. ამის მიზეზი კი  სხვადასხვა სახის ბარიერებია.

ფიზიკურ და ფინანსურ ბარიერებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ორჯერ უფრო ხშირად ხვდებიან სამედიცინო პერსონალს, რომელსაც შესაბამისი უნარების და ცოდნის ნაკლებობა აქვს.

პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალსა და სოციალურ მუშაკებს შშმ პირებთან სრულფასოვნად მუშაობის შესახებ მსგავსი ტიპის  გადამზადება კახეთის რეგიონშიც ჩაუტარდება.

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე ღონისძიებას წარმატებულად აფასებს და ამბობს, რომ წამოჭრილი საკითხებისადმი მსმენელების ინტერესი და ჩართულობა ინტენსიური იყო.

პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.

ბადრი ციქუბაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s