ავლევის თემის სოფლებში- კნოლევი, ავლევი ცერონისი. სოფლის პროგრამის ფარგლებში მოხდა ხორბლის და ქერის მოსავლის უფასოდ ღება. ადგილზე სახელმწიფო წარმომადგენლის ნოდარ კოკოლაშვილის თქმით სამივე სოფელში აღებულია 139 ჰექტარი ხორბლის და ქერის მოსავალი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 44 სოფელში 1500-მდე ადგილობრივ ფერმერს, რომლებსაც თავთავიანი მარცვლეული კულტურა არაუმეტეს 5 ჰექტარ მიწის ფართობზე აქვთ დათესილი, შპს „მექანიზატორი“ მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ ემსახურება.
მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.თანხის დაბრუნების პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.