კონფლიქტისპირა სოფელ კნოლევში დაბრუნების სურვილი ბევრ ქალაქში მცხოვრებს აქვს და ისინი მხოლოდ სურვილით არ შემოიფარგლებიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან დაპირება იყო გადახურავდნენ დამწვარ სახლებს და ცხოვრებისთვის ელემენტალურ პირობებს შეუქმნიდნენ ადამიანებს, პირობის ასრულება გაჭიანურდა. დაზარალებული მოსახლეობა კი საკუთარი სახსრებით დაიწყო სახლების გადახურვა და საცხოვრებელი პირობების შექმნა. ერთერთი მათგანია თბილისში მცხოვრები სერგო მაისურაძე რომელმაც გადაწყვიტა ამორტიზებული სახლის გაკეთება. მისი თქმით სუურს სოფელში დაბრუნება, სახლს აკეთებს, მაგრამ სოფელში საცხოვრებლად გადმოსვლას არ ჩქარობს. ელოდება სიტუაციის დარეგულირებას და უსაფრთხოების ელემენტალურ პირობებს- ,,მე ჯანდაბას, მაგრამ ცოლ-შვილს ვერ ვაცხოვრებ ისეთ გარემოში სადაც ხშირად ხდება ადამიანებისა და პირუტყვის გატაცება. ეს იმას გავს მგლის ხახაში საკუთარი ნებით შეყო თავი” აცხადებს სერგო მაისურაძე. მის მსგავსად უამრავი ადამიანის სურვილია დაუბრუნდეს სოფელს თუკი მოხერხდება ელემენტალური უსაფრთხოების ზომების დაცვა. მითუმეტეს ბოლო პერიოდში განხორციელდა ან ხორციელდება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები როგორიცაა: გზის მოწესრიგება, გამრიცხველიანება, გაზიფიცირება, სასმელი წყლის გაყვანა და სხვა. თუმცაღა უსაფრთხოების არარსებობის პირობებში ძვირფასი ინფრასტრუქტურული პროექტები ფასს კარგავს.