21 ივნისს, გორში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო ჟურნალისტებისთვის, სადაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია შინმოვლის პროექტების შესახებ. ორგანიზატორების თქმით საქართველოში მოვლის საჭიროების მქონე 80 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქედან მოსახლეობის 2.2% ხანრძლივ მოვლას საჭიროებს. მედიის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული შეხვედრის მიზანი შინმოვლის სერვისის და პროგრამების შესახებ მედიის ინფორმირება იყო, რათა მათ სამომავლოდ პოტენციურ მოსარგებლეებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ.
დისკუსისს განმავლობაში საუბარი შეეხო დაუძლურებული მოქალაქეების პრობლემებს, აუცილებელ გადაუდებელ საჭიროებებს და მათ ხელშემწყობ პროგრამებს.
შინმოვლის სერვისის მეშვეობით მოხუცებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სამედიცინო, სოციალურ და სხვა ტიპის აუცილებელ მომსახურებებს საცხოვრებელ ადგილებზე აწვდიან.
ამჟამად სერვისი საქართველოს 4 ქალაქში -გორში, თბილისში, ბათუმსა და თელავში მოქმედებს. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. შეხვედრა მოეწყო კოალიცია ,,შინმოვლა საქართველოში”-ს ორგანიზებით.
ბადრი ციქუბაძე