ძალადობის ფორმები სკოლაში, ჩემს დროს და ახლა

ბოლო დროს ბავშვთა უფლებებზე ბევრს საუბრობენ, პერიოდულად კეთდება ტრენინგები და ეწყობა დისკუსიები ცნობიერების ამაღლების მიზნით.

არც ისე დიდი ხნის წინ ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ ითვლებოდა დანაშაულად მშობლების მხრიდან, ხშირად იშველიებდნენ აბსურდულ ანდაზას ,,ბავშვი მტრად გაზარდე და მოკეთედ მოგეკიდებაო” ხოლო მასწავლებლების მხრიდან ზალადობა მკაცრი ხელის საჭიროებით იყო გამართლებული.

მახსოვს, ჩემმა ბიოლოგიის მასწავლებელმა, სამასწავლებლო ოთახში, ისეთი გამეტებით მირტყა ჯოხი თავში, რომ ძირს უგონოდ დავეცი. მაშინ არავის გაუპროტესტებია მისი საქციელი და მეც ნორმად ჩავთვალე, რადგან მისი გაკვეთილიდან შატალოზე გავიპარე.

ნორმად ითვლებოდა ბავშვის დასჯა- ჯოხის დარტყმით, ცარცის შუბლში სროლით, ყურის აწევით ახევამდე, თავში წამორტყმა- წამოტყაპუნებით და ა.შ. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო…

თითქოს ყველაფერი შეიცვალა და დღეს თითქმის აღარ გვაქვს მსგავსი შემთხვევები, კვლევებიც გვიჩვენებს, რომ სკოლებში მასწავლებლების მხრიდან , მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა. თუმცა კვლავ დიდ პრობლემად რჩება ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებები, რაც გამოიხატება მოსწავლის დამცირებაში, მის მიმართ აგდებულ და არასერიოზულ დამოკიდებულებაში,რასაც ძალადობის ობიექტის თვითშეფასების დაქვეითება ან აგრესია მოსდევს.

ამასწინათ შევესწარი მოსწავლეზე ძალადობის გაუგონარ ფაქტს. მასწავლებელი თავის სადამრიგებლო კლასში აძულებული ჰყავდა ერთი მოსწავლე, როდესაც დანარჩენი კლასელები მას იგდებდნენ, ამცირებდნენ, მასწავლებლის მხრიდან შენიშვნის მიცემის მაგივრად წამახალისებელად იღიმოდა და თვითონაც უმატებდა დამამცირებელ ფრაზებს – შენ ხომ კლასის სირცხვილი ხარ, შენ ხომ არსად უნდა გამოგაჩინოს კაცმა, სემდგომ აიზულა 20 წუთის სავალზე წასულიყო და წყალი მოეტანა, მოსულს კი უთხრა, რომ მი მოტანილი წყალი არ ინდობა, ვინ იცის გზაში რა გააკეთა და პირდაპირ ფეხებთან დაუქცია. ბავშვი განადგურებული უყურებდა მასწავლებლის საქციელს.

ეს ყველაფერი არის მკვეთრად გამოხატული ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც არაფრით არაა ნაკლები ფიზიკურ ძალადობაზე, ვინაიდან მსხვერპლს უნერგავს უნდობლობას ყველას და ყველაფრის მიმართ, პიროვნებას აყალიბებს ანტისოციალურ სუბიექტად,  უნგრევს საკუთარი თავის და მომავლის რწმენას.

მსგავსი ფაქტები ხშირია და სათანადო ყურადღების მიქცევას საჭიროებს, ვინაიდან ასეთი ადამიანები პოტენციური მსხვერპლი ხდებიან სუიციდის, ნარკომანიის, დანაშაულებრივი სამყაროსი თუ აზარტული თამაშების, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს ერთერთი დიდი თავის ტკივილია.

ბადრი ციქუბაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s