დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი გზის აგარა–ყორნისი–ცხინვალის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, აგარა-შაქშაქეთის მიმართულებით. მშენებლობის აქტიურ ფაზაშია აბისი-კნოლევის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი, სრულად შეიცვალა და კრიტიკულ მონაკვეთებზე აშენდა ახალი წყალგამტარი მილები, დასახლებულ პუნქტებში გაკეთდა გზისპირა არხები,იგეგმება აბისის ხიდის რეკონსტრუქცია. მშენებლების განცხადებით მუშაობის ტემპიდან გამომდინარე სამუშაოები მიცემულ დროზე ადრე დასრულდება და სავარაუდოდ დასრულებულ პროექტს ივნისის ბოლოს ჩააბარებენ.
სამუშაოების ანხორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. გზის მშენებლობა მიმდინარეობს 12 კმ. მანძილზე. პროექტის ღირებულება შეადგენს – 5 194 142 ლარს. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”. სამუშაოების დასრულების ვადაა 17 თვე.