14 მარტს სანფორმაციო პლატფორმის აქტივისტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალაქ თელავში, რომლის მიზანიც პლატფორმის ეფექტურად ამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე მსჯელობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივებს შეეხო.
განხილულ იქნა როგორ ხდება ინფორმაციის მოპოვება და გარცელება თემში. გადაწყდა ინფორმაციის გავრცელების რამდენიმე ახალი მეთოდის დანერგვა, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის ინფორმირებულობას.დაისახა გეგმები თუ , როგორ გახდეს პლატფორმა უფრო საინტერესო და როგორ გააქტიურდნენ თავად წევრები.
შეხვედრამ ხელი შეუწყო სხვადასხვა სოფელში მცხოვრები აქტივისტების დაახლოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთ გუნდად ჩამოყალიბებისთვის.
პლატფორმის ეფექტურად მუსაობის მიზნით პერიოდულად დაიგეგმება შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში.