30 აგვისტოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე აღინიშნა

fe5c8964-f524-42ac-aუგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე გორში სასტუმრო ვიქტორიაში აღინიშნა, სადაც თავი მოიყარეს, როგორც დაკარგულთა ნათესავებმა ასევე, საზოგადოებისა თუ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

,,ყოველწლიურად ასი ათასობით პირი განიცდის საყვარელი ადამიანებისგან მოწყვეტის ტკივილს. ეს ოჯახები გვეუბნებიან, რომ მათ ყველაფერზე მეტად სჭირდებათ იცოდნენ თუ რა ბედი ეწიათ  გაუჩინარებულ ნათესავებს -სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ამ შეკითხვაზე პასუხის მოძიება შეუძლებელია. თუმცა გარდა ამ სურვილისა, მათ ბევრი სხვა საჭიროებაც ექმნებათ“, – განაცხადა მარიან პეკასომ, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ხელმძღვანელობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე მომუშავე გუნდს“.

,,აფხაზეთის ომმა დიდი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ ჩვენ ეს ტკივილი 20 წლის შემდეგაც არ გაგვნელებია. სახლში არ გყავდეს ოჯახის წევრი და ამავდროულად არ იცოდე ის ცოცხალია თუ მკვდარი, ელოდე ყოველ დღე და მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გქონდეს ეს საშინელებაა.                                                                                                                                                                                                                           ბაბუშერადან, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა 1993 წელს, გადმოვასვენეთ 58 მიცვალებულის ნეშთი, მას შემდეგ თითოეულ გადმოსვენების პროცესს ვესწრებოდი, მაგრამ ჩემი შვილი ვერ ვიპოვე. დღევანდელი დღე ჩემთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია და ამავდროულად თანაზიარობის, თანაგრძნობის გამოხატვისა, რადგან შევხვდი შვილდაკარგულ მშობლებს, ერთმანეთს მოვეფერეთ და გავუზიარეთ გულის ტკივილი. ვამბობდით, რომ ჩვენ ვყოფილიყავით უკანასკნელი დედები საქართველოში ვინც შვილი დაკარგა, მაგრამ 2008 წელმა ძველი ჭრილობები ხელახლა გაგვიხსნა და ეს ჩვენთვის ძალზედ მძიმე რეალობა აღმოჩნდა“, – განგვიცხადა უგზო უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი ,,მოლოდინის“ წვრმა,  ვენერა კოშორიძემ.

„ჩემი ძმა ბადრი გამგებელი 90-იან წლებში აფხაზეთის კონფლიქტის დროს მოხალისედ ჩაეწერა ,,თეთრი არწივის“ ბატალიონში, რომელსაც გიორგი ყარყარაშვილი მეთაურობდა. იმ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები სოფელ შრომასა და აგუძერას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაჭრილი მეომრების სამკურნალოდ გადმოყვანის მიზნით ბადრის მოუწია გორში დაბრუნება. გარკვეული პერიოდის შემდგომ მოვიდა შეტყობინება, რომ ისევ უნდა დაბრუნებულიყვნენ აფხაზეთში საბრძოლველად.  გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისიდან ორი თვითმფრინავით გაგზავნეს ბიჭები, აქედან ერთიაფხაზებმა ააფეთქეს და ერთიც ზღვაში ჩავარდა. წლების განმავლობაში ვეძებდი ჩემი ძმის გზა-კვალს, მაგრამ ვერსად მივაკვლიე. წლების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ოჯახის წევრები დაგვიბარა და ბადრის სახელზე გადმოგვცეს ჯილდო ,,ვახტანგ გორგასლის 3 ხარისხის ორდენით. ძნელია როდესაც არ იცი შენი ოჯახის წევრს რა ბედი ეწია, მითუმეტეს არც ცხედარი გვინახავს და არც სხვა რაიმე სარწმუნო წყაროს ვფლობთ. ჩვენი ოჯახისთვის დიდი ნუგეში იქნება მიკვლეულ იქნას, თუნდაც ინფორმაციას რეალურად რა მოხდა ან სად შეიძლება ვეძებოთ .                                                                                                                მადლობლები ვართ, რომ ხელი ეწყობა დღევანდელი დღის მსგავს შეხვედრებს, აქ თავს იყრის ადამიანთა ის კატეგორია, ვისაც ერთნაირი გულისტკივილი აქვს, მათ დაკარგეს ახლობლები რომელთა გზა-კვალსაც დღემდე ვერ მიაგნეს. კარგი იქნება თუ ჩვენნაირ ხალხს უყურადღებოდ არ დატოვებენ, როგორც ხელისუფლება, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა უგზო-უკვლოდ დაკარგულის ძმამ, რამაზ გამგებელმა.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 1992-93 და 2008 წლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად, დაახლოებით, 2000-მდე ოჯახია, რომელსაც გაუჩინარებული ყავს ერთი ან რამოდენიმე წევრი.

საქართველოში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 2010 წლიდან ეხმარება 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მეშვეობით. იგი აგრეთვე, მხარს უჭერს ორმხრივი და სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობას, რაც მიზნად ისახავს ოჯახებისთვის კონკრეტული პასუხების მოძიება იმის თაობაზე, თუ რა ბედი ეწიათ მათ გაუჩინარებულ ახლობლებს, ნათესავებსა და საყვარელ ადამიანებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი“, “ნაბიჯი მომავლისკენ“ და “ქსენონი“ – რომელებიც ჩართული არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში, აგრეთვე ოჯახების ასოციაცია “მოლოდინი“, თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გამართეს ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს.

ბადრი ციქუბაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s