სოფელ კნოლევში ფერმერ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

20171129_151509 (2)29 ნოემბერს, ფერმერ ქალთა ასოციაციამ კონფლიქტისპირა სოფელ კნოლევში შეხვედრა გამართა ფერმერ ქალებთან, შეხვედრაზე ისაუბრეს კოოპერატივის შექმნაზე და ამ ფორმატით დამფუძნებლებისთვის და სოფლისთვის უფრო მეტი სიკეთის მიღების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული მეურნეობების პორტფელებს, თუ რომელი ჯიშები და სახეობებია მოთხოვნადი ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე, რომელი ჯიშები ხარობს სხვადასხვა კლიმატურ ზონებში და ა.შ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის – ირინე ფხოველიშვილის განცხადებით – ,,ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ზრუნავს ხელი შეუწყოს ფერმერებს განვითარებაში რათა შემდგომ ყველამ ერთად გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია- სოფელ კნოლევში ვიზიტი, რადგან პრაქტიკულად ეს და მსგავსი ადგილები არის ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობის ნათელი სურათი, განსაკუთრებით გრძნობ რაოდენ ფაქიზია და მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებთათვის თავისი მხარე, უამრავი დამწვარი სახლი ვნახე, და ვნახე ისიც, სხვისი დახმარების გარეშე, საკუთარი ძალებით როგორ აღდგენს მოსახლეობა მომხვდურის მიერ განადგურებულ, გადამწვარ საცხოვრისებს. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი გვერდში დავუდგეთ ამ ხალხ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით, შეხვედრიდან მიღებულ ინფორმაციას დავამუშავებთ და გამოვკვეთთ მიმართულებებს სადაც ჩვენი დახმარება სოფლისთვის უფრო ეფექტიანი და სასარგებლო იქნება, რის შემდეგაც დავიწყებთ უკვე პროგრამების“.

Advertisements